დავასრულეთ ბუკლეტზე მუშაობა. დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. გავიხსენეთ მუშაობა PowerPoint-ში.მოვიძიეთ მასალა სლაიდების შესაქმნელად.გაკვეთილი იყო საინტერესო, დრო გავიდა სწრაფად.
გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი. დავგეგმეთ პროექტის მსვლელობის ეტაპები,შეფასების მეთოდები და შეფასების საშუალებები.დავგეგმეთ აქტივობები, რომლებიც უნდა განვახორციელოთ პროექტის დასაწყისში,პროექტის მსვლელობისას და პროექტის დასრულების შემდეგ.
ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. განვიხილეთ მოოსწავლეების სუსტი და ძლიერი მხარეები.დავსახეთ მიზნები თუ როგორ დავალებას მივცემდით სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს,რა სირთულეები გვექმნება და როგორ უნდა მოვიქცეთ არაქართულენოვანი მოსწავლეების ყოლის შემთხვევაში.როგორ დავალებას მივცემთ ნიჭიერ მოსწავლეებს.
განვიხილეთ სტანდარტები და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. გეგმის შაბლონში შევიტანე შესაბამისი სტანდარტი და უნარ ჩვევები.ვისაუბრეთ პროექტის მიზანზე.განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ამით კიდევ უფრო ნათელი გახდა პროექტის მიზანი და განხორციელების გზები.